Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
14 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი, იანიკ სინერი არ არის დარწმუნებული, რომ სეზონის მეორე გრენდ სლემზე ითამაშებს.
იტალიელი ტრავმის გამო საშინაო, რომის მასტერსიდან ჩაიხსნა.
„როგორც გავარკვიეთ, რაღაც 100%-ით მწყობრში არ მაქვს. ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის, მაგრამ თუ ბოლომდე გამოჯანმრთელება არ მოხერხდა, დაბრუნებას ცოტათი გადავდებ. სხეულზე ზრუნვა სხვა ყველაფერზე ბევრად მნიშვნელოვანია. ზოგი ტრავმის თავიდან არიდება შეიძლება, ზოგის - არა.
დიდი შრომა უკვე გავწიეთ: მთელმა წინა სეზონმა და ამის დასაწყისმა ტრავმების გარეშე ჩაიარა. მონტე კარლოში ორგანიზმი კარგ მდგომარეობაში მქონდა, თუმცა ცოტათი დაღლილი კი იყო. მადრიდში იყო დღეები, როცა ტკივილს ვგრძნობდი, სხვა დღეებში ყველაფერი კარგად იყო. ეს არის ნიშნები, რომ რაღაც ბოლომდე მწყობრში არ არის.
ახლა მელის პერიოდი მატჩების გარეშე. როლან გაროსისთვის მზადება ცალსახად ვეღარ გამოვა ოპტიმალური, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ იქ საუკეთესო კონდიციებში ვიყო. თუმცა, სეზონის მეორე სლემზე რომის მასტერსის გარეშე თამაში ადვილი არ იქნება." - აღნიშნა იტალიელმა.
როლან გაროსი 26 მაისს იწყება.
კომენტარები
22 დღის წინ
18 დღის წინ
22 დღის წინ
15 დღის წინ