ლუჩანო სპალეტი ბოლომდე სიტყვის კაცი არ ყოფილა.
2025 წლის დასაწყისში, კერძოდ მარტში, იტალიელმა, რომელიც იმ დროს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, აღნიშნა, რომ იტალიურ საკლუბო ფეხბურთში დაბრუნებას აღარ აპირებს:
„ნაპოლი ჩემ ბოლო საკლუბო გამოცდილებაა. ვეღარ წარმომიდგენია, რომ იტალიაში სხვა რომელიმე კლუბი გავწვრთნა."
თუმცა, სპალეტის სიტყვებმა ძალა სულ რაღაც 6 თვეში დაკარგა, როცა იტალიელმა იუვენტუსის შემოთავაზება მიიღო - 66 წლის სპეციალისტი ტურინულ კლუბში ოფიციალურად სეზონის ბოლომდე დაინიშნა და თუ გუნდს მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს, მისი კონტრაქტიც ავტომატურად გახანგრძლივდება.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ სპალეტიმ მხოლოდ ერთხელ იმუშავა, როცა 2009-2014 წლებში სანქტ-პეტერბურგის ზენიტს წვრთნიდა. სამშობლოში მას ნაპოლიში, ინტერში, რომაში, უდინეზეში და სხვა არაერთ კლუბში აქვს ნამუშევარი.
2023-ში ნაპოლისთან ერთად სერია ა-ს მოგების შემდეგ, სპალეტიმ ხელზე კლუბის ლოგოც ამოისვირინგა.
