ლუჩანო სპალეტის დანიშვნამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე, იუვენტუსი სხვა მწვრთნელებს ელაპარაკებოდა.
როგორც ინსაიდერი მატეო მორეტო იტყობინება, ტურინული კლუბი იგორ ტუდორის გაშვებას დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ხორვატს კლუბის გენერალურ დირექტორ დამიენ კომოლისთან ცივი ურთიერთობა ჰქონდა.
სპალეტი ყოველთვის მთავარი კანდიდატი იყო, თუმცა სხვა ვარიანტებიც განიხილებოდა. მის მთავარ ალტერნატივად რაფაელე პალადინოს მოიაზრებდნენ, ფიორენტინას ყოფილ მწვრთნელს.
ორშაბათს იუვენტუსის წარმომადგენლებსა და სპალეტის შორის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც იტალიელმა უდიდესი ენთუზიაზმი გამოავლინა და ხელმძღვანელობას თავი მოაწონა.
მიუხედავად პოზიტიური შეხვედრისა, სამშაბათს იუვე პალადინოს გაესაუბრნენ და რაფაელემ თავის მხრივაც დაუდასტურა გუნდის ჩაბარების მზადყოფნა. გარდა ამისა, კლუბის საფეხბურთო სტრატეგიის დირექტორი, ჯორჯო კიელინი, რობერტო მანჩინისაც დაუკავშირდა, თუმცა ფორმალური მოლაპარაკებები არ დაწყებულა.
სამშაბათს საღამოსვე მოხდა გადამწყვეტი დიალოგი სპალეტისთან, რომელიც მზად აღმოჩნდა, რომ კლუბთან კონტრაქტი მხოლოდ სეზონის ბოლომდე, 2027-მდე გახანგრძლივების ოფციით გააფორმოს. ხელმძღვანელობამ ეს უფრო საიმედო ვარიანტად მიიჩნიეს და სპალეტიზე შეაჩერეს არჩევანი.