ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

NBA-ის მოთამაშეები და მაფია - არალეგალური აზარტული თამაშები და მატჩების მანიპულაცია
კალათბურთიკალათბურთი

NBA-ის მოთამაშეები და მაფია - არალეგალური აზარტული თამაშები და მატჩების მანიპულაცია

22 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) აზარტული თამაშების სკანდალის შესახებ პრესკონფერენცია გამართა, ძირითადი დეტალები კი ასეთია.


დაკავებულნი არიან NBA-ის მოქმედი და ყოფილი მოთამაშეები და მწვრთნელები - ჩონსი ბილაფსი, ტერი როზიერი და დეიმონ ჯონსი.


ეს იყო არალეგალური აზარტული თამაშებისა და მატჩების მანიპულაციის ოპერაცია, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა 11 შტატში. სულ დაკავებულია 30 პირი, მათ შორის მაფიის 13 წევრი. საქმე დაკავშირებულია იტალიურ მაფია ლა კოზა ნოსტრასთანაც. წაყენებული ბრალდებები მოიცავს არალეგალურ აზარტულ თამაშებს, ელექტრონული კავშირის საშუალებით თაღლითობასა და გამოძალვას.


გამოძიება მოიცავს ორ ცალკეულ ბრალდებას.


პირველში ექვსი პირია ჩართული, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სპორტის კორუფციულ სქემაში მონაწილეობაში, სადაც გამოიყენეს NBA-ის მოთამაშეებისა და გუნდების შიდა ინფორმაცია. ისინი ამ ინფორმაციას ფსონების დასადებად იყენებდნენ და თითოეულ ფსონზე ათობით ათას დოლარს იგებდნენ.


მეორე ბრალდება ეხება 31 პირს, რომლებიც მთელ ქვეყანაში მოქმედ სქემაში მონაწილეობდნენ - პოკერის თამაშების არალეგალურ გაყალბებაში. FBI-ის თქმით, ისინი იყენებდნენ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს, რითიც მილიონობით დოლარი მოჰპარეს მსხვერპლებს ფარულად გაყალბებულ თამაშებში.


ორივე საქმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, თუმცა სამი პირი ორივე საქმეში ფიგურირებს, მათ შორის NBA-ის ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი დეიმონ ჯონსი.


FBI-ის ცნობით, NBA-ის მოთამაშემ ტერი როზიერმა სქემის მონაწილეებს უთხრა, რომ 2023 წლის 23 მარტს თამაშს ნაადრევად დატოვებდა ტრავმის გამო. მათ შემდეგ 200,000 დოლარზე მეტი ფსონი დადეს. როზიერმა თამაში მართლაც დატოვა ცხრა წუთის შემდეგ. ფსონებმა ათიათასობით დოლარი მოიგო, და როზიერმა სქემის მონაწილეებთან ერთად ფული საკუთარ სახლში დათვალა.


ტორონტო რეპტორსის ყოფილი მოთამაშე ჯონტე პორტერი იძულებული გახდა სქემაში მონაწილეობა მიეღო, რადგან ვალები ჰქონდა.


ფსონები დაიდო გუნდებზე: შარლოტ ჰორნეტსი, პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი და ტორონტო რეპტორსი.


პოკერის გაყალბებული თამაშები ჰემპტონში, მაიამიში, ლას ვეგასსა და მანჰეტენში ტარდებოდა. სქემის მსხვერპლები მოტყუებით მიჰყავდათ თამაშებზე, სადაც ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენები მონაწილეობდნენ, მათ შორის ჩონსი ბილაფსი და დეიმონ ჯონსი.


FBI-ის განცხადებით, ბრალდებულები იყენებდნენ შაფლინგის (ასაჩეხ) შეცვლილ აპარატებს, რომლებიც კარტებს კითხულობდნენ და ინფორმაციას გადასცემდნენ ოფსაიტ ოპერატორს, ე.წ. „ქუორთერბექს“, რომელიც შემდეგ ინფორმაციას თამაშის მონაწილეს აწვდიდა.


ისინი ასევე იყენებდნენ მოტყუების სხვა ტექნოლოგიებსაც: ჩიპების ჩასაწყობებს დამალული კამერებით, სპეციალურ კონტაქტურ ლინზებსა და სათვალეებს კარტების წასაკითხად, და ასევე რენტგენულ მაგიდებს, რომლებიც ფარული კარტების ამოცნობას შეძლებდნენ.


FBI-ის ინფორმაციით, ერთ მსხვერპლს იარაღითაც დაესხნენ თავს, რათა შაფლინგის გაყალბებული მანქანა მოეპარათ.


სპორტული აზარტული თამაშების გამოძიებას - „ოპერაცია Nothing But Net“, ხოლო პოკერის გამოძიებას „ოპერაცია Royal Flush“ ეწოდება.


გამოძიება ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მსხვერპლებმა სულ მინიმუმ 7 მილიონი დოლარი დაკარგეს, ერთმა კონკრეტულმა მსხვერპლმა მინიმუმ 1.8 მილიონი დოლარი დაკარგა.


FBI-მ ათასობით საათის ვიდეომასალას გადახედა და ორ ათეულზე მეტი ჩხრეკა განახორციელა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

nba

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

VIDEO: მოქმედმა ჩემპიონმა მოგებით დაიწყო, გოლდენმა ლეიკერსი დაამარცხა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მოქმედმა ჩემპიონმა მოგებით დაიწყო, გოლდენმა ლეიკერსი დაამარცხა
•კალათბურთი

კალათბურთი

რასელ უესტბრუკის ახალი გუნდი ცნობილია

•კალათბურთი

კალათბურთი

რასელ უესტბრუკის ახალი გუნდი ცნობილია
•კალათბურთი

კალათბურთი

ძმები ერთ გუნდში - გოლდენ სტეიტმა სეტ კარი დაიმატა

•კალათბურთი

კალათბურთი

ძმები ერთ გუნდში - გოლდენ სტეიტმა სეტ კარი დაიმატა
•კალათბურთი

კალათბურთი

ლებრონი, სტეფი, დურანტი და მოქმედი ჩემპიონები - NBA იწყება

•კალათბურთი

კალათბურთი

ლებრონი, სტეფი, დურანტი და მოქმედი ჩემპიონები - NBA იწყება
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

22 ოქტ, 2025

VIDEO: მოქმედმა ჩემპიონმა მოგებით დაიწყო, გოლდენმა ლეიკერსი დაამარცხა

News image

15 ოქტ, 2025

რასელ უესტბრუკის ახალი გუნდი ცნობილია

News image

01 ოქტ, 2025

ძმები ერთ გუნდში - გოლდენ სტეიტმა სეტ კარი დაიმატა

News image

21 ოქტ, 2025

ლებრონი, სტეფი, დურანტი და მოქმედი ჩემპიონები - NBA იწყება