• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ნეიმარის კარიერის აგრესიული და ინფანტილური ფინიში
ფეხბურთიფეხბურთი

ნეიმარის კარიერის აგრესიული და ინფანტილური ფინიში

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბოლო დღეებში ინტერნეტი და მედია მოიცვა ბრაზილიისა და „სანტოსის“ ლეგენდის აგრესიულმა და დამცინავმა ქმედებამ აუტსაიდერ „რემოს“ მიმართ. უამრავი ქომაგისთვის გულსატკენია ერთ დროს დიდი ტალანტის მქონე ვეტერანი ვარსკვლავის ასეთი სწრაფი დეგრადაციის ყურება, მაშინ როდესაც 34 წლის ფეხბურთელი კარიერის დასასრულისკენ მიემართება.


ბევრის აზრით, ნეიმარი გამოუსწორებელი ზიანის რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ მემკვიდრეობას, რადგან მისი დამოკიდებულება „სანტოსის“ მომავალსაც საფრთხეს უქმნის.


სანამ ფეხბურთელის უკანასკნელ ბავშვურ გამოხტომას დავუბრუნდებით, გეტყვით რომ მრავალი კითხვა გაჩნდა ნეიმარის დამოკიდებულებაზე ახალგაზრდა თანაგუნდელების მიმართაც, რადგან ვეტერანი ვარსკვლავის კულისებს მიღმა ქცევაც ყურადღების ცენტრში მოექცა. 


მაისის დასაწყისში ის ვარჯიშზე ფიზიკურად დაუპირისპირდა 18 წლის რობინიო ჟუნიორს - ნაკრებში თანაგუნდელისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილი ვინგერის, რობინიოს შვილს.



რობინიო უმცროსმა ინციდენტთან დაკავშირებით, პოპულარულ მედია საშუალება ESPN-ს დაუდასტურა, რომ ნეიმარმა მას სილა გააწნა, თუმცა მაშინვე მიხვდა, რომ გადაამეტა და რამდენჯერმე მოუხადა კიდეც ბოდიში.


საჯარო ბოდიში თავად ნეიმარმაც გამოაქვეყნა, თუმცა ბოლომდე არ აიღო სათანადო პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე.


„ვინც ფეხბურთს თამაშობს, ყველამ იცის, რომ ეს ხდება - ჩხუბები, მუშტი-კრივი, სილების რტყმა… ეს თამაშის ნაწილია, ეს ხომ ფეხბურთია“, — აღნიშნა ვეტერანმა ვარსკვლავმა.



მუნდიალის შემდეგ „სანტოსის“ კაპიტანი კიდევ ერთი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, იგი გატანილი დუბლით დაბრუნდა კლუბში, როდესაც მისი კლუბი ბოლოადგილოსან „ჩაპეკოენსესთან“ სირცხვილს გადაურჩა (2:2), თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ორ ახალგაზრდა თანაგუნდელს, გაბრიელ ბონტემპოსა და ჟოაო ანანიასს დასცინა პირველი ტაიმის შემდეგ გამართული ცხარე დიალოგის დროს.


ნეიმარმა ეს ბრალდებები „ბოროტულ ტყუილად“ მიიჩნია და განაცხადა, რომ მთელმა გუნდმა გასახდელში ერთად ისაუბრა და წარუმატებლობა ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის არავის დაუბრალებია.


უკანასკნელ ინციდენტს რომ დავუბრუნდეთ, ნეიმარმა კლუბის პრეზიდენტის, ანტონიო კარლოს ტეიშეირას რისხვაც დაიმსახურა, როდესაც შერეულ ზონაში გავლისას თავი ვერ შეიკავა და ზემოთხსენებულ „რემოს“ გულშემატკივრებსა და ოფიციალური პირებს აგრესიულად დასცინა ბრაზილიის თასზე ძლივს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ. თავად განსაჯეთ, „სანტოსს“ საკმაოდ გაუჭირა იმ გუნდის ძლევა, რომელსაც პირველ 30 წუთში მოთამაშე გაუძევეს და რომელიც ქვეყნის მასშტაბით აუტსაიდერად ითვლება იმის გათვალისწინებით, რომ ეს კლუბის პირველი სეზონია, რაც ბრაზილიის პირველობაში ასპარეზობს ბოლო 32 წლის განმავლობაში. 


ცხადია, ინფანტილური საქციელი ნეიმარს მხოლოდ აქვეითებს კარიერის ამ ეტაპზე, როდესაც მას უნდა ჰქონდეს სიბრძნე, რომ ყველაფერზე მაღლა დადგეს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებს ემოციებს და ვერ რჩება ფოკუსირებული მოედანზე თავის მოვალეობებზე.


მოგეხსენებათ, ნეიმარმა მსოფლიო ჩემპიონატზე ნორვეგიასთან წაგებულ მატჩშიც გამოავლინა ირონია, როდესაც პენალტის დარტყმამდე სიტყვიერად სცადა ნორვეგიის მეკარე ორიან ნიულანდის წყობიდან გამოყვანა („აბა, სად გინდა გაგიტანო?“), გოლის გატანის შემდეგ კი მისი დაცინვა განაგრძო „მე ნომერ პირველი ვარ!“ — იმეორებდა „სელესაოს“ საუკეთესო მეგოლე და საჩვენებელ თითს მკერდზე ირტყამდა...



ცნობილია, რომ ნეიმარმა ნორვეგიასთან დამთრგუნველი მარცხის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა და მიუხედავად მამის თხოვნისა - აზრი შეეცვალა, გასულ კვირას ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. 


„ნაკრებში ბევრი რამ გამოვცადე, ჩემი სისხლი და სიცოცხლე გავიღე, ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოდი საყვარელი ყვითელი მაისურისთვის, მაგრამ არა მგონია, რომ მეტი მინდოდეს“, — განუცხადა „სანტოსის“ წევრმა ჟურნალისტებს.



გაჩნდა ვარაუდი, რომ ნეიმარმა შესაძლოა, მთლიანად დაასრულოს კარიერა მას შემდეგ, რაც „სანტოსთან“ კონტრაქტს ვადა გაუვა, თუმცა ფეხბურთელს ამაზე პასუხი ჯერ არ აქვს.


„არ ვიცი, რამდენ ხანს გავაგრძელებ თამაშს, არ ვფიქრობ გაჩერებაზე და არც ის ვიცი, რამდენ ხანს ვიქნები. „სანტოსთან“ კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვს და ვაპირებ მის ბოლომდე მიყვანას მაქსიმალურად პატივისცემით, შემდეგ კი , როდესაც კონტრაქტი ამოიწურება, ვიფიქრებ - დავრჩე „სანტოსში“, სხვაგან გადავიდე, თუ თამაში დავასრულო. მართლა არ ვიცი, რას გავაკეთებ. დეკემბრამდე ჯერ დიდი დროა, ამიტომ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ.“ — თქვა ნეიმარმა ორშაბათს თავისი YouTube არხის მეშვეობით.


ფეხბურთელმა ასევე დასძინა, რომ ფიზიკურად თავს სულ უფრო და უფრო უკეთესად გრძნობს და ძალიან ბედნიერია იმით, რაც აქამდე გამოიარა, რადგან კარიერის განმავლობაში არაფერზე უნანია. ეს სიტყვები კი ცოტა გასაკვირია, რადგან ნეიმარს ნამდვილად უნდა ჰქონდეს სინანული იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გაანიავა მოედანზე საფეხბურთო მაგიის კეთების იშვიათი ნიჭი და ახლა, როდესაც ყველაფერი იწურება, ლოგიკური ნაბიჯი ბუცების სამუდამოდ ლურსმანზე დაკიდებაა, რათა მთლად ანტაგონისტის როლში არ მოუწიოს ფეხბურთიდან წასვლა.



საყოველთაო მოსაზრებით, მან ბრაზილია გლობალურ ასპარეზზეც უკან დახია და იგივეს უკეთებს მშობლიურ „სანტოსსაც“, რომელსაც ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლაში ნამდვილად არ სჭირდება ნეგატიური გარემო. თანაც ბოლო წლების განმავლობაში ნეიმარის თამაშში არანაირი გაუმჯობესება არ შეინიშნება და მისმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა მისივე ავტორიტეტი გვარიანად შეარყია მსოფლიო ფეხბურთში.


მშობლიურ კლუბში ნეიმარის დაბრუნება არც ისე წარმატებული გამოდგა. ბრაზილიის სერია A-ს 29 მატჩში მხოლოდ 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ტრავმებისა და სხვა მიზეზების გამო, ყველა ტურნირზე ჯამში გუნდის 36 შეხვედრა გამოტოვა.


ისიც სათქმელია, რომ „სანტოსი“ შესაძლოა, გასულ სეზონში გავარდნას ვერ გადარჩენოდა ნეიმარის გვიანი აფეთქების გარეშე, რომელშიც შედიოდა შთამბეჭდავი ჰეთ-თრიქი „ჟუვენტუდეს“ წინააღმდეგ, მაგრამ გუნდი, შეიძლება ითქვას, მაინც უკან წავიდა მას შემდეგ, რაც ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ხელახლა დაიმატა, ხოლო კლუბის გულშემატკივრებთან ნეიმარის კონფლიქტური ურთიერთობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ახლა უკვე რალურია, რომ „სანტოსს“ აღარ გაუმართლოს და გავარდეს, რადგან ერთ დროს სახელოვანი „პეიშე“ ამჟამად ბრაზილიის სერია A-ს ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ ბურთების სხვაობა აშორებს.


ასეთია ერთ დროს მსოფლიო დონის ფეხბურთელის ამჟამინდელი სიტუაცია -  სუპერვარსკვლავის, რომელმაც მილიონობით ფანს სიხარული მოუტანა, მაგრამ არ აღმოაჩნდა საკმარისი თავდადება დიდებულთა შორის მოსახვედრად. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მისი სხეული ოცდაათ წლის ასაკში ფუჭი მოლოდინების მსგავსად დაიმსხვრა და რატომაც ვერასოდეს ავიდა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მესამე ადგილზე მაღლა…


პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ბრაზილია
ნეიმარი
სანტოსი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ნეიმარი მორიგ სკანდალში გაეხვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ნეიმარი მორიგ სკანდალში გაეხვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მუნდიალის ვარსკვლავისთვის განსაკუთრებული გამონაკლისი დაუშვეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მუნდიალის ვარსკვლავისთვის განსაკუთრებული გამონაკლისი დაუშვეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რის გამო აკრიტიკებს გერმანიის ნაკრების მეკარე FIFA-ს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რის გამო აკრიტიკებს გერმანიის ნაკრების მეკარე FIFA-ს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გავიმ ფინალამდე დადებული პირობა შეასრულა - როგორია ფეხბურთელის ახალი იმიჯი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გავიმ ფინალამდე დადებული პირობა შეასრულა - როგორია ფეხბურთელის ახალი იმიჯი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

05 აგვ, 2026

VIDEO: ნეიმარი მორიგ სკანდალში გაეხვა

News image

05 აგვ, 2026

მუნდიალის ვარსკვლავისთვის განსაკუთრებული გამონაკლისი დაუშვეს

News image

06 აგვ, 2026

რის გამო აკრიტიკებს გერმანიის ნაკრების მეკარე FIFA-ს?

News image

06 აგვ, 2026

გავიმ ფინალამდე დადებული პირობა შეასრულა - როგორია ფეხბურთელის ახალი იმიჯი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება