ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუგა ნერგაძემ იბერია 1999-ის მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვა.
,,გუგა ჩვენს გუნდს გასულ სეზონში შემოუერთდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა საქართველოს ჩემპიონობის მოპოვება შეძლო.
მიმდინარე სეზონშიც, ნერგაძის ხელმძღვანელობით გუნდმა 31 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს ვიკავებთ.
მასთან ერთად, გუნდი დატოვა სტაფის წევრებმა, თემო ბაგრატიონმა და ჯაბა სამსონიამ.
მადლობას ვუხდით მათ გაწეული შრომისა და მიღწეული შედეგებისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში." - წერია კლუბის განცხადებაში.
Geo Team-ის ინფორმაციით, იბერია 1999-ის ახალი მწვრთნელი უკრაინელი ანდრეი დემჩენკო იქნება, რომელიც კლუბთან ერთად პირველ ვარჯიშს დღეს ჩაატარებს.
უკრაინელ სპეციალისტს საქართველოში გორის დილასა და დინამო ბათუმში უმუშავია.
წილისყრა დღეს - ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ევროტურნირებზე