ცნობილმა სატრანსფერო გვერდმა Transfermarkt-მა ეროვნული ლიგის მოთამაშეების ღირებულებები განაახლა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული 3 მოთამაშე თინეიჯერია.
სიას სათავეში დინამო თბილისის 17 წლის მარცხენა მცველი საბა ხარებაშვილი უდგას, რომლის მაჩვენებელიც 2-ჯერ გაიზარდა და 1.2 მილიონიდან 2.5 მილიონ ევრომდე შეიცვალა.
მე-2 ადგილზე ასევე 17 წლის, იბერია 1999-ის შემტევი ანდრია ბართიშვილია, რომლის ღირებულებაც 10-ჯერ გაიზარდა და 150 ათასიდან 1.5 მილიონი ევრო გახდა.
მე-3 ადგილს კი დინამო თბილისის 18 წლის მარჯვენა მცველი გიორგი გვასალია იკავებს, რომლის მაჩვენებელიც ასევე 2-ჯერ გაიზარდა და 400 ათასიდან 800 ათას ევროს მიაღწია.
1. საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი) - 2.5 მილიონი ევრო
2. ანდრია ბართიშვილი (იბერია) 1.5 მილიონი ევრო
3. გიორგი გვასალია (დინამო თბილისი) - 800 ათასი ევრო
4-8. დავით კერესელიძე (დილა) - 600 ათასი ევრო, კომნენ ანდრიჩი (ტორპედო), გიორგი არაბიძე (ტორპედო), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), გიორგი ზარია (დინამო თბილისი) - 600 ათასი ევრო
9-11. არმელ ზოჰური (იბერია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი) - 500 ათასი ევრო