• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ხვიჩა კვარაცხელია, მიხეილ მესხის ღირსეული მემკვიდრე
ფეხბურთიფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია, მიხეილ მესხის ღირსეული მემკვიდრე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ქართული ფეხბურთის ფენომენზე.


ცნობილმა სპორტულმა ბლოგერმა, ჯორჯ ვუდვარდმა, ვრცელი ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა, სადაც პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, 1960-იანი წლების ლეგენდარულ ქართველ გარემარბს, მიხეილ მესხს შეადარა. ბლოგი ხაზს უსვამს, რომ კვარაცხელია არა უბრალოდ ვარსკვლავი, არამედ იმ უნიკალური საფეხბურთო დინასტიის გამგრძელებელია, რომელმაც ათწლეულების წინ გააოცა მსოფლიო.

ხვიჩა კვარაცხელიას დაბადებამდე ზუსტად ათი წლით ადრე, 1991 წელს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მიხეილ მესხი გარდაიცვალა. ათი წლის შემდეგ კი თბილისში დაიბადა ბიჭი, რომელმაც მესხის მსგავსად თბილისის დინამოს საფეხბურთო სკოლა გაიარა. დღეს კვარაცხელია მსოფლიო ასპარეზზე ზუსტად იმ თვისებებით ბრწყინავს, რითაც მესხი თავის დროზე - არასტანდარტული ტექნიკით, ფენომენალური შრომისმოყვარეობითა და გაუგონარი დრიბლინგით.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ხვიჩას თამაშის სტილი ძალიან ჰგავს მესხისას. მიხეილი იმ იშვიათ ფეხბურთელთა სიაშია, რომლის სახელიც საფირმო ილეთს - მესხის ფინტს დაერქვა. ის მარცხენა ფეხით ბურთს გადააბიჯებდა, მარჯვენათი წინ უგდებდა, მცველს ერთი მხრიდან უვლიდა და ბურთს მეორე მხრიდან იღებდა. სწორედ ამგვარი, გენეტიკური დონეზე კოდირებული დრიბლინგით აგიჟებს დღეს ხვიჩა კვარაცხელია ევროპული გრანდების მცველებს.

ძველი თაობისგან განსხვავებით, კვარაცხელიამ მოახერხა და სრულად დასძლია ე.წ. განწყობის მოთამაშის სინდრომი. თუ მესხის დროს პარტნიორები თამაშის წინ კითხულობდნენ, რა ხასიათზე იყო მათი ლიდერი, ხვიჩა ყოველ მატჩში სტაბილურობის, დაცვაში მუშაობისა და უმაღლესი კლასის სიმბოლოა, რასაც მისი საოცარი სტატისტიკაც მოწმობს.

მიხეილ მესხისთვის ევროპული აღიარება 1960 წლის პირველ ევროპის ჩემპიონატზე მოვიდა, როდესაც ფინალში, იუგოსლავიასთან, სწორედ მისმა ზუსტმა საგოლე გადაცემამ გადაწყვიტა ტიტულის ბედი. კვარაცხელიამ კი ეს მასშტაბები კიდევ უფრო გაზარდა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის 8 მატჩში 10 საგოლე მოქმედებით, ხვიჩა თანამედროვე ფეხბურთის ელიტაში დამკვიდრდა.


1964 წელს მესხმა თბილისის დინამოს ისტორიული ჩემპიონობა მოუტანა, ხვიჩა კვარაცხელია კი დღეს სრულიად საქართველოს სახელს უკვდავყოფს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ჩემპიონთა ლიგა
დინამო თბილისი
პსჟ
ქართული ფეხბურთი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მერამდენე ტიტული მოიგო კვარამ კარიერაში - სრული ჩამონათვალი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მერამდენე ტიტული მოიგო კვარამ კარიერაში - სრული ჩამონათვალი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მხოლოდ კვარა და ვინისიუსი - რა მიღწევა აქვთ ქართველსა და ბრაზილიელს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მხოლოდ კვარა და ვინისიუსი - რა მიღწევა აქვთ ქართველსა და ბრაზილიელს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეროვნული, 21-წლამდელთა, მინი ფეხბურთისა და ქალთა ნაკრებების კვირა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეროვნული, 21-წლამდელთა, მინი ფეხბურთისა და ქალთა ნაკრებების კვირა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა - ტოპ 10

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა - ტოპ 10
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

მერამდენე ტიტული მოიგო კვარამ კარიერაში - სრული ჩამონათვალი

News image

8 სთ წინ

მხოლოდ კვარა და ვინისიუსი - რა მიღწევა აქვთ ქართველსა და ბრაზილიელს

News image

2 სთ წინ

ეროვნული, 21-წლამდელთა, მინი ფეხბურთისა და ქალთა ნაკრებების კვირა

News image

1 სთ წინ

კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა - ტოპ 10

კომენტარები

ლინკის დაკოპირება