• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ეროვნული, 21-წლამდელთა, მინი ფეხბურთისა და ქალთა ნაკრებების კვირა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ეროვნული, 21-წლამდელთა, მინი ფეხბურთისა და ქალთა ნაკრებების კვირა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ქართველ გულშემატკივარს ამ კვირაში საკუთარი ნაკრების მხარდაჭერის არაერთი შესაძლებლობა ექნება. ეროვნულ ნაკრებთან ერთად საინტერესო შეხვედრებს 21-წლამდელთა, ქალთა და მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრებები ჩაატარებენ. ეს უკანასკნელი კი ევრო 2026-ის მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება.


ეროვნული ნაკრები რუმინეთისა და ბაჰრეინის წინააღმდეგ


ეროვნული ნაკრები უკვე მერვე დღეა თბილისშია შეკრებილი და ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებელ პერიოდს გადის. ვილი სანიოლის გუნდი სამშაბათს, 2 ივნისს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება - შეხვედრა 21:00-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 


საქართველოს ნაკრების განაცხადი:


მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)


მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო)


ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)


როგორც ვილი სანიოლმა გვაცნობა, ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან რამდენიმე დღეში კაპიტანი ნაკრებს შემოუერთდება.


"ხვიჩა კვარაცხელია ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია. მასში ერთი რამ განსაკუთრებით მომწონს - მისი დამოკიდებულება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ თქვა, რომ ამხანაგურ მატჩებზეც აუცილებლად უნდა იყოს გუნდთან, რადგან დახმარება სურს."

ბოლო შეკრებას ატარებს ნაკრების ყოფილი კაპიტანი - გურამ კაშია ნაკრებს 17 წლის შემდეგ ნაკრებს ემშვიდობება. კაშიამ საქართველოს ნაკრების მაისურით რეკორდული 128 მატჩი ჩაატარა და ნაკრებს 50-ჯერ უკაპიტნა.


2 ივნისს გურამ კაშია ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩს გამართავს.

ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი

ტრავმის გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება. ქართველმა ფორვარდმა ტრავმა ლა ლიგის ბოლო ტურში, მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო.


ეროვნული ნაკრები მეორე მატჩს პარასკევს, 5 ივნისს ბეჰრეინის წინააღმდეგ გამართავს. მეორე შეხვედრასაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს - მატჩი 20:00-ზე დაიწყება.


ფოტო - ეროვნული ნაკრები ©


მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფში


სლოვაკეთში მიმდინარე მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ფეხბურთელებმა სენსაცია მოახდინეს - საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები ჩატოვეს და მეორე ადგილით მერვედფინალში გავიდნენ.


საქართველომ ინგლისს გიორგი ზუნტუროვის გოლით 1:0 სძლია, ესპანეთთან მატჩი კი უგოლოდ დასრულდა. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ჩვენები რუმინეთთან 3:0 დამარცხდნენ. 


მერვედფინალში საქართველოს მეტოქე პოლონეთის ეროვნული ნაკრები იყო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა - ჩვენგან გოლი ლაშა ფოფხაძემ გაიტანა. საქართველომ მეოთხედფინალის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვა - მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნაკრების მეკარე და კაპიტანი, კონსტანტინე სეფიაშვილი დასახელდა. 


ბესო არველაძის განკარგულებაში 15 ფეხბურთელია: სეფიაშვილი, გოგსაძე, გაზდელიანი, ლომიძე, ხაბალაევი, ბექაური, ზუნტუროვი, ჩალაძე, ხუბუტია, ელიზბარაშვილი, ცირამუა, ფოფხაძე, ორაგველიძე, ნანეიშვილი და მოთამაშე-მწვრთნელი კახა მაისაია.


მეოთხედფინალური დაპირისპირება სამშაბათს, 2 ივნისს 21:00-ზე გაიმართება - საქართველო უკრაინას დაუპირისპირდება, მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი სპორტი წარმოგიდგენთ. 


გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ბულგარეთსა და უნგრეთს შორის გამარჯვებული იქნება.


ფოტო - საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაცია ©


21-წლამდელები ამერიკისა და მოლდივის ნაკრებების წინააღმდეგ


საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ივნისში 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 5 ივნისს, ჩვენი გუნდი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში აშშ-ს, ხოლო 9 ივნისს ნისპორენში მოლდოვას დაუპირისპირდება.


რამაზ სვანაძემ აღნიშნული მატჩებისთვის 23 ფეხბურთელს უხმო:


მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია).


მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიტვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი).


ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კარარეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი კოხრეიძე (დინამო ბათუმი), დანიელ ქვარცხავა (დინამო თბილისი).


თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ლუკა პარკაძე (ზალცბურგი აუსტრია, ავსტრია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), დიმიტრი ღურწკაია (ტყიბულის მეშახტე).


ფოტო - ეროვნული ნაკრები ©


ქალთა ეროვნული ნაკრები ფარერებისა და საბერძნეთის წინააღმდეგ


საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
5 ივნისს ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების ნაკრებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს - შეხვედრა 17:30-ზე დაიწყება.


9 ივნისს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოს ქალთა ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ, მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს - მატჩი სტარტს 21:00-ზე აიღებს.


მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა:


მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)


დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ბათუმი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი)


ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ანა პავლიაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნატა კვირკვაია (ვერე, თბილისი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი) მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო ბოულინგ გრინი, აშშ), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)


ფოტო - ეროვნული ნაკრები ©



ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრები
გურამ კაშია
ქალთა ფეხბურთი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მერამდენე ტიტული მოიგო კვარამ კარიერაში - სრული ჩამონათვალი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მერამდენე ტიტული მოიგო კვარამ კარიერაში - სრული ჩამონათვალი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მხოლოდ კვარა და ვინისიუსი - რა მიღწევა აქვთ ქართველსა და ბრაზილიელს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მხოლოდ კვარა და ვინისიუსი - რა მიღწევა აქვთ ქართველსა და ბრაზილიელს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია, მიხეილ მესხის ღირსეული მემკვიდრე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია, მიხეილ მესხის ღირსეული მემკვიდრე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა - ტოპ 10

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა - ტოპ 10
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

7 სთ წინ

მერამდენე ტიტული მოიგო კვარამ კარიერაში - სრული ჩამონათვალი

News image

7 სთ წინ

მხოლოდ კვარა და ვინისიუსი - რა მიღწევა აქვთ ქართველსა და ბრაზილიელს

News image

24 წთ წინ

ხვიჩა კვარაცხელია, მიხეილ მესხის ღირსეული მემკვიდრე

News image

13 წთ წინ

კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა - ტოპ 10

კომენტარები

ლინკის დაკოპირება