ხვიჩა კვარაცხელია უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად დაასახელა და MVP-ის სტატუსი მიანიჭა.
უეფა ამ ჯილდოს 2021-22 წლების სეზონიდან მოყოლებული გასცემს - კვარამდე ქარიმ ბენზემას (2022), როდრის (2023), ვინისიუს ჟუნიორსა (2024) და უსმან დემბელეს (2025) მოუგიათ.
ასევე 2021-22 წლების სეზონიდან მოყოლებული ასახელებენ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა (არაუმეტეს 21 წლის) ფეხბურთელს - ვინისიუს ჟუნიორი (2022), ხვიჩა კვარაცხელია (2023), ჯუდ ბელინგემი (2024), დეზირე დუე (2025) და არდა გიულერი (2026).
ვინისიუს ჟუნიორთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩა იმით, რომ უეფა-სგან წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისა და წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო აქვს მიღებული.
კვარაცხელიამ ტურნირის დასრულებულ სეზონში 16 საგოლე მოქმედება (10 გოლი, 6 ასისტი) შეასრულა, რაც კილიან მბაპესა (15 გოლი, 1 ასისტი) და ჰარი კეინთან (14 გოლი, 2 ასისტი) ერთად, ყველაზე მაღალი შედეგია. კვარადონამ 10-დან 7 გოლი პლეი-ოფში გაიტანა და 6-დან 3 საგოლე პასი პლეი-ოფში გააკეთა.
მერამდენე ტიტული მოიგო კვარამ კარიერაში - სრული ჩამონათვალი