გიორგი გულიაშვილის რასინგ სანტანდერი ლა ლიგა 2-ის 2025-26 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა.
კანტაბრიელებმა ჩემპიონატის ბოლო, 42-ე ტურში, იური ტაბატაძის კადისს 4:1 მოუგეს, 82 ქულა მოაგროვეს და მეორეადგილოსან დეპორტივო ლა კორუნიას, რომელიც ბოლო ტურში დამარცხდა, 5 ქულით აჯობეს.
ქართველი შემტევის გუნდმა სეზონში 25 გამარჯვება იზეიმა, 7-ჯერ ფრედ ითამაშა და 10-ჯერ დამარცხდა. ბოლო 8 ტური წაუგებლად ჩაატარა და ჯამში 20 ქულა აიღო.
რასინგ სანტანდერი ლა ლიგაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. მასთან ერთად, უმაღლესში 8-წლიანი არყოფნის შემდეგ დაწინაურდა დეპორტივო ლა კორუნია, ხოლო მესამე გადამსვლელი გუნდი პლეი-ოფში გაირკვევა - ალმერიას, მალაგას, ლას პალმასსა და კასტელონს შორის.
გულიაშვილი სანტანდერულ კლუბს იანვრიდან შეუერთდა და ლა ლიგა 2-ის დასრულებული სეზონის 17 თამაშში 8 საგოლე მოქმედება შეასრულა - 6 გოლი, 2 ასისტი.
ოპერაცია ჩაუტარდა - როდის დაბრუნდება გულიაშვილი მოედანზე