გიორგი გულიაშვილს დაზიანებულ კოჭზე ოპერაცია ჩაუტარეს. ამის შესახებ ინფორმაციას GEO TEAM-ი ავრცელებს.
"გიორგი გულიაშვილმა კოჭზე ოპერაცია მადრიდში გაიკეთა. საქართველოს ნაკრების შემტევი დაახლოებით 1 თვეში ვარჯიშს განაახლებს", - აღნიშნულია GEO TEAM-ის პოსტში.
ქართველი შემტევის კლუბ რასინგ სანტანდერის მიერ 20 მაისს გავრცელებული რეპორტით, გულიშა მინიმუმ წინასასეზონო შეკრების დაწყებამდე ვარჯიშს ვერ შეძლებდა, დაბრუნების ზუსტი თარიღი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგრესზე იქნებოდა დამოკიდებული.
24 წლის ფეხბურთელი სანტანდერულ კლუბს იანვრიდან შეუერთდა და ლა ლიგა 2-ის დასრულებული სეზონის 17 თამაშში 8 საგოლე მოქმედება შეასრულა - 6 გოლი, 2 ასისტი.