VIDEO: სანიოლმა 21 ფეხბურთელი ავარჯიშა - რა ამბებია ნაკრების შეკრებაზე
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული გუნდი რუმინეთთან და ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს.
ვილი სანიოლმა შეგირდები დღეს მიხეილ მესხი 2-ზე ავარჯიშა, საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი სანაკრებო შეკრებას საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდებიან.
ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს.
5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.