"რუმინეთთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება" - კვერნაძე შეკრებიდან
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული გუნდი რუმინეთთან და ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. შეკრებიდან კომენტარი გიორგი კვერნაძემ გააკეთა.
"რუმინეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამი წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი.
რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, იქ სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს.
ნაყოფიერი საკლუბო სეზონი მქონდა. მივაღწიეთ დასახულ მიზანს და მაქსიმალურად ვეცდები, რომ წარმატებული ასპარეზობა ეროვნულ ნაკრებშიც გავაგრძელო", - აღნიშნა კვერნაძემ სფფ-ის პრესსამსახურთან.