VIDEO: პირველი მოგება ევროზე - საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა EMF Euro2026-ზე პირველი მატჩი გამართა.
მატჩის პირველი ნახევარი ინგლისის წინააღმდეგ უგოლო ფრედ დასრულდა.
მეორე ტაიმში კი ბოლო წუთზე გატანილი გოლით, საქართველომ მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში გამარჯვება მოიპოვა. ნაკრებმა გიორგი ზუნტუროვის გოლით გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ 28 მაისს, 16:45 საათზე ჩაატარებს, 30 მაისს კი რუმინეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 19:15 საათზე გაიმართება.