ცნობილ სატრანსფერო ვებ-გვერდ Transfermarkt.com-ზე ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება განახლდა.
განახლებული მონაცემით, სენტ-ეტიენის ქართველი შემტევი 12 მილიონ ევროდაა შეფასებული.
ეს დავითაშვილის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია, აქამდე ზურიკო 10 მილიონად იყო შეფასებული და სწორედ ეს იყო მისი უმაღლესი შეფასება.
ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ის 2025-26 წლების სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში 14 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა და ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
VIDEO: უგოლო ფრე ჟოფრუა გიშარზე - ზურიკოს გუნდი ლიგა 1-სთვის ბრძოლას აგრძელებს