ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმა, ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში, ნიცას უმასპინძლა და 0:0-ით დაშორდა.
შეხვედრა ძალიან ჩაკეტილი და მწირმომენტიანი გამოდგა - მასპინძელთა მოსალოდნელი გოლების ჯამური მაჩვენებელი 0.11-ია, ხოლო სტუმრების - 0.24.
ლოგიკურია, რეალური შანსი არ შექმნია დავითაშვილსაც, რომელმაც ერთ-ერთი გარღვევის შემდეგ კარისკენ დაარტყა, თუმცა დიდად სახიფათო ეპიზოდი არ გამოსულა. სხვა მხრივ, 4-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა; 5-დან 0 ზუსტი ჩაწოდება; 8-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო; ჯამში კი ბურთს 37-ჯერ შეეხო.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 29 მაისს, უკვე ნიცაში, ალიანც რივიერაზე ჩატარდება და ლიგა 1-ის მომდევნო სეზონის მონაწილე გაირკვევა.
მატჩის ვიდეომიმოხილვა