აჭარლები ტიტულს მიუახლოვდნენ - ბათუმი 2010 ფინალურ სერიაში დაწინაურდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს სუპერლიგის 2025-26 წლების სეზონის ფინალური სერიის მე-3 მატჩში, ბათუმი 2010-მა თსუ დაამარცხა და სერიაში წინ პირველად გავიდა - 2:1.
პირველი პერიოდის გარდა, როცა ბათუმელები 14 ქულითაც დაწინაურდნენ, შეხვედრის უდიდესი ნაწილი ქულა-ქულასა და ახლო თამაშში წარიმართა, საბოლოოდ კი ზღვისპირელებმა დაძაბული ბრძოლა თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს - 81:76.
გუნდის გამარჯვებაში მთავარი როლი ჰქონდა ამერიკელ მაირინ ტომასს, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულა, 14 მოხსნა, 3 ასისტი; ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა აკაკი დვალიშვილმა - 17 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი; დავით ლომიძემ კი გუნდს 19 ქულა, 2 მოხსნა შეჰმატა.
ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში თბილისელთა ლიდერმა, ალექსანდრე ფევაძემაც - 20 ქულა, 10 მოხსნა, 3 ასისტი; კურვოსიე მაკკოლის 16 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი ჰქონდა; ხოლო გიორგი ცინცაძეს - 12 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი.
ბათუმი 2010 ჩემპიონობას ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა, მოედნის უპირატესობა აქვს და თუკი მომდევნო საშინაო მატჩს მოიგებს, 33-ე ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება - გუნდები 28 მაისის 19:30 საათზე ითამაშებენ.