20-წლამდელთა ნაკრებებს შორის, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიაზე, საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო.
ვიტო კოლელიშვილის გუნდმა ჩილეს ნაკრებს პირველ ტაიმში 9 ლელო დაუდო და 45:0-ს უგებდა, შესვენების შემდეგ კი საბოლოო ანგარიში 59:26 დაფიქსირდა.
შედეგად, უმცროს ბორჯღალოსნებს, ფიჯისთან გამარჯვების შემდეგ, კიდევ ერთი წარმატებული თამაში აქვთ და მე-3 ტურის შეხვედრისთვის მოემზადებიან.
30 მაისს, 16:30 საათიდან, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მეტოქე სერიის მასპინძელი და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, სამხრეთ აფრიკა იქნება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი
ფიჯი დაამარცხეს - 20-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო სერია გამარჯვებით დაიწყო