საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ივნისში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.
5 ივნისს, ჩვენი გუნდი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში აშშ-ს დაუპირისპირდება, ხოლო 9 ივნისს ნისპორენში მოლდოვას შეხვდება.
რამაზ სვანაძემ, აღნიშნული მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის - რატი გრიგალავა, ნიკოლოზ ჩიქოვანი, გიორგი რობაქიძე, გიორგი კოხრეიძე და დანიელ ქვარცხავა 21-წლამდე ნაკრებში პირველად არიან გამოძახებული.
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა), გიორგი ტაბატაძე (ვაილე), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კარარეზე), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ცოტნე ბერელიძე (სამგურალი), გიორგი რობაქიძე (ჩერნომორეცი), გიორგი კოხრეიძე (დინამო ბათუმი), დანიელ ქვარცხავა (დინამო თბილისი).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ლუკა პარკაძე (ზალცბურგი აუსტრია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე).
ინფორმაციას ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.