VIDEO: მარცხი დიდი სხვაობით - ბარსამ რეგულარული მე-5 ადგილზე დაასრულა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონამ ლიგა ენდესას 2025-26 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა.
ბოლო, 34-ე ტურში, თოკოს გუნდმა უშუალო კონკურენტ ვალენსიასთან შინ დიდი სხვაობით წააგო და მე-4 ადგილზე გადასვლის შანსი და, მასთან ერთად, პლეი-ოფში მოედნის უპირატესობის მოპოვების საშუალება, ხელიდან გაუშვა - 77:102.
გამოცდილი ქართველი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, 17 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი მიითვალა, ეფექტიანობის ინდექსად 20 ჰქონდა, რაც ორივე გუნდში მე-2 მაჩვენებელი გახლდათ - ვალენსიელთა ლიდერ ხაიმე პრადილიას 24 ჰქონდა.
შედეგად, კატალონიელები პლეი-ოფის პირველ ეტაპზე მე-4 ადგილოსან მურსიას შეხვდებიან და მოედნის უპირატესობა მეტოქეც ექნება.
მურსიასა და ბარსელონას 1/4 ფინალური მატჩები 2, 4 და 6 ივნისსაა ჩანიშნული.