ცნობილმა სატრანსფერო გვერდმა Transfermarkt-მა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება განაახლა.
ქართველი ფეხბურთელის ღირებულება 90 მილიონიდან 140 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ამით ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ 10 მოთამაშეში შევიდა.
1-2-3 - ლამინ იამალი (ბარსელონა), ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი), კილიან მბაპე (რეალი) - 200 მილიონი ევრო
4-5-6 - პედრი (ბარსელონა), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) - 150 მილიონი ევრო
7-8-9-10 - ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ჟოაო ნევეში (პსჟ), ჯუდ ბელინგემი (რეალი), ვიტინია (პსჟ) - 140 მილიონი ევრო
ამასთან პარიზელთა ქართველი შემტევი პორტუგალიელ თანაგუნდელებთან, ჟოაო ნევეშთან და ვიტინიასთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1-ის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების სიას ჩაუდგა სათავეში.
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა