• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

31 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას დამკვირვებელთა ტექნიკურმა ჯგუფმა ხვიჩა კვარაცხელია 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.


ხვიჩა კვარაცხელიას 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა:


მატჩები: 16

ნათამაშები წუთები: 1,141

გოლები: 10

საგოლე გადაცემები: 6

დაფარული მანძილი: 124.17 კმ

მაქსიმალური სიჩქარე: 33.7 კმ/სთ


ქართველმა ვინგერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ პარი სენ-ჟერმენმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ტიტული.


ტურნირის განმავლობაში მან 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალე თამაშით კი არაერთხელ აღაფრთოვანა გულშემატკივრები.


კვარაცხელია ასევე გადამწყვეტი ფიგურა იყო არსენალთან ფინალურ გამარჯვებაში. მატჩის დროს კრისტიან მოსკერამ მასზე წესები დაარღვია საჯარიმოში, რის შედეგადაც დაინიშნა პენალტი, რომელიც უსმან დემბელემ ზუსტად შეასრულა და ლუის ენრიკეს გუნდმა ანგარიში 1:1 გახადა.


შესაძლოა, კვარაცხელიას საუკეთესო თამაში დაუვიწყარ ნახევარფინალურ პირველ შეხვედრაში შედგა ბაიერნის წინააღმდეგ, რომელიც პარიზელთა 5:4 გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა ჯერ ულამაზესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში 1:1-ზე, შემდეგ კი მეორე ტაიმში ძლიერი დარტყმით კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა.


წინა წლების გამარჯვებულები:


2024/25: უსმან დემბელე (პსჟ)

2023/24: ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)

2022/23: როდრი (მანჩესტერ სიტი)

2021/22: ქარიმ ბენზემა (რეალი)


უეფამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის გუნდი დაასახელა

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

პსჟ
ქართული ფეხბურთი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: პირველი საგოლე მოქმედება - კვარაცხელიამ თანაგუნდელს გაატანინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პირველი საგოლე მოქმედება - კვარაცხელიამ თანაგუნდელს გაატანინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: კვარას ასისტი და პსჟ-ის კრიზისი - მონაკოს იდეალური სტარტი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: კვარას ასისტი და პსჟ-ის კრიზისი - მონაკოს იდეალური სტარტი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ და ვინ გაახანგრძლივეს კონტრაქტი პარი სენ-ჟერმენთან?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ და ვინ გაახანგრძლივეს კონტრაქტი პარი სენ-ჟერმენთან?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ასეთია ფეხბურთი" - რა თქვა ენრიკემ მონაკოსთან მატჩის შემდეგ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ასეთია ფეხბურთი" - რა თქვა ენრიკემ მონაკოსთან მატჩის შემდეგ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

14 სთ წინ

VIDEO: პირველი საგოლე მოქმედება - კვარაცხელიამ თანაგუნდელს გაატანინა

News image

12 სთ წინ

VIDEO: კვარას ასისტი და პსჟ-ის კრიზისი - მონაკოს იდეალური სტარტი

News image

2 სთ წინ

ვინ და ვინ გაახანგრძლივეს კონტრაქტი პარი სენ-ჟერმენთან?

News image

2 სთ წინ

,,ასეთია ფეხბურთი" - რა თქვა ენრიკემ მონაკოსთან მატჩის შემდეგ?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება