პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, PSG TV-სთან პარკ დე პრენსზე მონაკოსთან ლიგა 1-ის მესამე ტურში 1:2 მარცხის შესახებ ისაუბრა.
„ზუსტად იმავეს ვგრძნობ, რასაც ჩვენი გულშემატკივრები. ვცდილობდით, შესანიშნავი მონაკოს წინააღმდეგ თამაში გაგვეკონტროლებინა, თუმცა მათ თავიდანვე კარგად გამოსდიოდათ ჩვენი პრესინგის დაძლევა.
მატჩის საწყისი ეტაპი რთული იყო, მაგრამ მთლიანობაში ვფიქრობ, რომ გამარჯვებას ნამდვილად ვიმსახურებდით. ფრეც კი ჩვენთვის უიღბლო შედეგი იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ დავმარცხდით.
ამის ახსნა შეუძლებელია, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. უბრალოდ უნდა შეეგუო.
სამწუხაროდ, ბოლო 3 წლის განმავლობაში მსგავსი მატჩები გვქონია. ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ, თუმცა როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად გაუმჯობესება გვჭირდება და ეს მეც მეხება, როგორც მთავარ მწვრთნელს, რადგან სატურნირო ცხრილში რთულ მდგომარეობაში ვართ.
ჩვენ საინტერესო პროექტის ნაწილი ვართ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთი და იმავე გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში მე-4 სეზონი დავიწყე.
ჩემი მოტივაცია ახლა კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე აქ მუშაობის პირველ დღეებში იყო. პრეზიდენტისა და კლუბის ხელმძღვანელობის ნდობა ჩემთვის მნიშვნელოვანია.
კვლავ ძალიან მოტივირებული და ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ აქ, პარიზში, კიდევ ძალიან დიდხანს დავრჩები.“ - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
VIDEO: კვარას ასისტი და პსჟ-ის კრიზისი - მონაკოს იდეალური სტარტი