პარი სენ-ჟერმენმა გამოაცხადა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ასევე გუნდის ხუთმა ფეხბურთელმა - ლუკას ბერალდომ, სენი მაიულუმ, ჟოაუ ნევეშმა, ვილიან პაჩომ და ფაბიან რუისმა - კლუბთან კონტრაქტები გაახანგრძლივეს.
ლუის ენრიკე პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი 2030 წლამდე იქნება.
ლუკას ბერალდოს პარიზული თავგადასავალი 2031 წლამდე გაგრძელდება.
კლუბმა სენი მაიულუს მიმართ ნდობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და მასთან ახალი კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა.
ჟოაო ნევეშმა პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 2031 წლამდე გაახანგრძლივა და თავისი მომავალი პარიზულ კლუბს დაუკავშირა.
ვილიან პაჩომ კონტრაქტი 2031 წლამდე გაახანგრძლივა.
ფაბიან რუისმა კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა, ხელშეკრულება კი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
ფრანგულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ პარიზული კლუბი უსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტებზეც მუშაობს.
VIDEO: კვარას ასისტი და პსჟ-ის კრიზისი - მონაკოს იდეალური სტარტი