სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
15 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ოლ ბლექს XV-ს დაუპირისპირდა. თამაში საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გამართა.
შეხვედრაში ქართველები დაწინაურდნენ. ლელო ვანო კარკაძემ დადო, რომელიც წარმატებით ლუკა მატკავამ გარდასახა, თუმცა ბორჯღალოსნებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და პირველი ტაიმი 13-19 დათმეს. ჩვენი მხრიდან დამატებით ორი ჯარიმა ზუსტად მატკავამ შეასრულა.
მეორე ტაიმში ოლ ბლექსმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და მატჩი მათი გამარჯვებით 13-31 დასრულდა.
ნოემბრის ტესტების დარჩენილ მატჩებში საქართველო იტალიასა და ტონგას დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნები იტალიას გენუაში, 17 ნოემბერს ესტუმრებიან. 24 ნოემბერს კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტონგას ვუმასპინძლებთ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები