The Ahtletic-ის ცნობით, ნოტინგემ ფორესტმა კრისტალ პალასს ჟან-ფილიპ მატეტას ტრანსფერის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტის ოდენობის შეთავაზება გაუკეთა.
ფორესტსა და 28 წლის ფეხბურთელს შორის პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა პალასი მატეტას გაყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
საკითხთან დაახლოებული წყაროების თქმით, საუბარია დაახლოებით 40 მილიონი ფუნტის ღირებულების პაკეტზე და თუ კლუბი შეძლებს მისი შემცვლელის შეძენას. სამხრეთ ლონდონური კლუბი რამდენიმე ფორვარდის ვარიანტს იკვლევს, მათ შორის ვულვზის თავდამსხმელ იორგენ სტრანდ ლარსენს.
მატეტა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში არაერთ კლუბს დაუკავშირეს. The Athletic-მა გასულ კვირას დაწერა, რომ ასტონ ვილამ ფრანგი ფეხბურთელის შეძენაზე დაინტერესება გამოთქვა, ხოლო პალასი პარალელურად ვილას ფორვარდ ევან გესანის საკუთარ რიგებში გადმოყვანას განიხილავდა.
ამასთან, ასტონ ვილა ახლოს არის ბეშიქთაშიდან ჩელსის ყოფილი თავდამსხმელის, ტემი აბრაჰამის, გაფორმებასთან.