ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კრისტალ პალასმა ვულვზთან იორგენ სტრანდ ლარსენის ტრანსფერი შეათანხმა.
ტრანსფერის ღირებულება 45 მილიონ ფუნტს პლუს 5 მილიონი ბონუსები შეადგენს. გარიგებაზე ცნობილმა პორტუგალიელმა აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა იმუშავა.
ლარსენის დამატება ლიდს იუნაიტედსაც სურდა, თუმცა მათი ყველაზე მაღალი შეთავაზება 40 მილიონი ფუნტი იყო.
25 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, გასულ სეზონში კი მის ანგარიშზე 14 გოლი და 4 საგოლე პასი იყო.
ლარსენის ტრანსფერი კრისტალ პალასიდან ჟან-ფილიპ მატეტას წასვლის შანსებს ზრდის, რომლის მიმართაც ინტერესი საკმაოდ დიდია.