სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევერტონს სასჯელი შეუმსუბუქეს.
რამდენიმე თვის წინ, პრემიერ ლიგამ ფინანსური დარღვევებისთვის მერსისაიდულ კლუბს 10 ქულა დააკლო.
თუმცა, კლუბმა სასჯელთან შეგუება არ მოისურვა და გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
პრემიერ ლიგის ოფიციალური განცხადების თანახმად, გასაჩივრების შედეგად, ევერტონს ოთხი ქულა დაუბრუნეს და 10-ს ნაცვლად, 6 ქულის ჩამოკლება აკმარეს.
ამ ოთხი ქულის დაბრუნების შემდეგ, ევერტონი 17-დან მე-15 ადგილზე გადაინაცვლა და გასავარდნ ზონას უკვე 1-ს ნაცვლად უკვე 5 ქულით უსწრებს.
კომენტარები