სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევერტონის ოფიციალური განცხადებით Blue Heaven Holdings და The Friedkin Group ადასტურებენ, რომ მათ შეთანხმებას მიაღწიეს Blue Heaven Holdings-ის მფლობელობაში არსებული ევერტონის მნიშვნელოვანი წილის გაყიდვის პირობებთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციით, The Friedkin Group-მა ევერტონის 94%-იანი წილის სანაცვლოდ 400-500 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
"მოხარული ვართ, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას და გავხდით ისტორიული საფეხბურთო კლუბის მფლობელები. გვინდა, რომ კლუბს სტაბილურობა მოვუტანოთ და კლუბში ჩვენი მომავლის ხედვა დავნერგოთ, მათ შორის ახალი სტადიონის აშენებით." - განაცხადა The Friedkin Group-ის წარმომადგენელმა.
The Friedkin Group ასევე საფეხბურთო კლუბ რომასაც ფლობს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები