Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
24 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვესტ ჰემის ოფიციალური განცხადებით ჟულენ ლოპეტეგი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელია.
ესპანეთის ნაკრების, პორტუს, რეალის, სევილიასა და ვულვზის ყოფილი თავკაცი ჩაქუჩებს 1 ივლისიდან ჩაუდგება სათავეში.
ესპანელმა სპეციალისტმა ლონდონურ კლუბში დევიდ მოიესი შეცვალა, რომელიც გუნდს ხელმეორედ 2019 წლიდან წვრთნიდა და ვესტ ჰემს კონფერენს ლიგა მოაგებინა.
"აქ იმიტომ ვარ, რომ აქ ყოფნა მინდა და ჩემთვის ფანტასტიკური იყო, როცა შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენ სხვა შესაძლებლობებიც გვქონდა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვესტ ჰემმა მე ამირჩია და მეც ეს გუნდი ავირჩიე."
"ჩვენ აქ იმ იდეით მოვედით, რომ დიდი ხმაური შევქმნათ. ჩვენს მაქსიმუმს გავიღებთ, რომ კლუბს დავეხმაროთ და გუნდმა მიზნებს მიაღწიოს. გულშემატკივრები ამაში დიდ როლს შეასრულებენ." - განაცხადა ლოპეტეგიმ.
კომენტარები
8 დღის წინ
7 დღის წინ
7 დღის წინ
8 დღის წინ