-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 33-ე ტურში ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე ევერტონი მიიღო და მეტოქე 6-0 გაანადგურა.
ბენეფისი მოაწყო ამ სეზონში ლონდონელთა ლიდერმა კოულ პალმერმა, რომელმაც პოკერი შეასრულა. ინგლისელმა შემტევმა გოლები მე-13, მე-18, 29-ე და 64-ე წუთებზე გაიტანა.
მასპინძელთა მხრიდან თავი ნიკოლას ჯექსონმა და ალფი გილჩრისტმაც გამოიჩინეს.
პალმერი პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში პირველადგილოსან ერლინგ ჰალანდს დაეწია და უკვე 20 გოლი აქვს, ამასთან ერთად მის ანგარიშზე 9 საგოლე გადაცემაა.
ასევე 21 წლის ინგლისელი გახდა 2010 წლის შემდეგ ჩელსის პირველი მოთამაშე, რომელმაც ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანა. ბოლოს ეს ფრენკ ლამპარდმა შეძლო.
ჩელსი 47 ქულით მე-9 ადგილზეა, ევერტონი კი 27 ქულით მე-16 პოზიციაზე რჩება.
კომენტარები