• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
პეპ გვარდიოლას ულტიმატუმი: სიტიში დარჩენის საკითხი მალე გადაწყდება
ფეხბურთიფეხბურთი

პეპ გვარდიოლას ულტიმატუმი: სიტიში დარჩენის საკითხი მალე გადაწყდება

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, კლუბში საკუთარ მომავალზე ფიქრს სეზონის დასრულებამდე არ აპირებს.


მიუხედავად იმისა, რომ 55 წლის სპეციალისტს მოქმედი კონტრაქტით კიდევ ერთი წელი აკავშირებს გუნდთან, საბოლოო გადაწყვეტილებას მაისში, ყველა ტურნირის ფინიშის შემდეგ მიიღებს.


საკუთარი თავის შეფასება და კლუბის ნდობა


გვარდიოლას სურს, ჯერ სეზონის შედეგები შეაჯამოს, დააკვირდეს გუნდის პროგრესს და საკუთარ მოტივაციას. ესპანელი ყოველთვის ასე იქცეოდა, ბარსელონასა და ბაიერნში მუშაობის დროსაც ის გადაწყვეტილებებს მხოლოდ სეზონის ბოლოს იღებდა.

მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობა მშვიდადაა. კლუბის მენეჯერებს და პეპს შორის იდეალური ურთიერთობაა და ხელმძღვანელობაში მიიჩნევენ, რომ გვარდიოლამ მოიპოვა უფლება, მომავალი ყოველგვარი წნეხის გარეშე, საკუთარ ვადებში განსაზღვროს.


ბრძოლა ტიტულებისთვის და გადამწყვეტი მაისი


სანამ პეპის მომავალზე სპეკულაციები გრძელდება, მანჩესტერ სიტი ტიტულებისთვის ბრძოლას აგრძელებს. გუნდმა უკვე მოიგო ინგლისის ლიგის თასი, სადაც ფინალში არსენალი დაამარცხა. ახლა ქალაქელები პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლაში არიან ჩართულები და ლონდონელებთან სხვაობის შემცირებას ცდილობენ.

გარდა ამისა, მანჩესტერ სიტი ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალშია, სადაც ეტიჰადზე ლივერპულს უმასპინძლებს. სწორედ ამ ტურნირების ფინალური აკორდი და 24 მაისს ასტონ ვილასთან გასამართი მატჩი იქნება ის წერტილი, რის შემდეგაც პეპი საკუთარ არჩევანს ყველას გაგვიმხელს.


ვინ შეცვლის პეპს? - „გეგმა ბ“ უკვე არსებობს


გვარდიოლა მანჩესტერულ კლუბში უკვე თითქმის ათი წელია მუშაობს და ეს პერიოდი სიტის ისტორიაში ყველაზე წარმატებულია. კლუბის სპორტული დირექტორი, უგო ვიანა უკვე მუშაობს სათადარიგო გეგმაზე იმ შემთხვევისთვის, თუ ესპანელი წასვლას გადაწყვეტს.

კანდიდატებს შორის რამდენიმე საინტერესო სახელი ფიგურირებს:

ენცო მარესკა - გვარდიოლას ყოფილი ასისტენტი;

ვინსენტ კომპანი - გუნდის ლეგენდარული კაპიტანი;

ჩაბი ალონსო - მწვრთნელი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულად ითვლება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მან სიტი
პეპ გვარდიოლა
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ედერსონი ანჩელოტისა და გვარდიოლას ადარებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ედერსონი ანჩელოტისა და გვარდიოლას ადარებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰარი მაგუაიერი ისევ სკანდალშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰარი მაგუაიერი ისევ სკანდალშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულს და ჩელსის თვალი ერთ ფეხბურელზე უჭირავთ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულს და ჩელსის თვალი ერთ ფეხბურელზე უჭირავთ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რობერტო დე ძერბი ტოტენჰემში ალექს ფერგიუსონის სტილის როლს მოირგებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რობერტო დე ძერბი ტოტენჰემში ალექს ფერგიუსონის სტილის როლს მოირგებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

01 აპრ, 2026

ედერსონი ანჩელოტისა და გვარდიოლას ადარებს

News image

3 სთ წინ

ჰარი მაგუაიერი ისევ სკანდალშია

News image

2 სთ წინ

ლივერპულს და ჩელსის თვალი ერთ ფეხბურელზე უჭირავთ

News image

9 სთ წინ

რობერტო დე ძერბი ტოტენჰემში ალექს ფერგიუსონის სტილის როლს მოირგებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება