ვილიარეალის შემტევს ნიკოლას პეპეს მიაჩნია, რომ კრიშტიანუ რონალდუს ლეო მესის შურს.
„რონალდუ ზემდეტად ბევრ ინტერვიუს არიგებს და სულ მესიზე ლაპარაკობს. ძალიან აშკარაა, რომ ის ნომერი ორია.
გსმენია "ნარუტოს" შესახებ? და Dragon Ball Z-ს? ვეგეტა იცი? ის მუდმივად ლაპარაკობს, სულ საკუთარ თავს ვიღაცას ადარებს. და ვინ არ ლაპარაკობს არასდროს? გოკუ.
ასეა "ნარუტოშიც" — ვინ ლაპარაკობს მუდმივად? სასკე. და ჩუმად ვინ არის? — ნარუტო.
— გინდა თქვა, რომ რონალდუ არის სასკე, მესი კი ნარუტო?
"კრიშტიანუ — ვეგეტაა. რონალდუ გაღიზიანებულია, რომ მას მასზე ბევრად დაბალი ჯობნის." - აღნიშნა პეპემ.
აქვე გეტყვით, რომ ნარუტოს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მიზანი სასკეს გატოლებოდა ოსტატობის და პოპულარობის თვალსაზრისით და არა პიირქით.