VIDEO: დაარსებიდან 7 წელში - ინტერ მაიამი MLS-ის ჩემპიონია
06 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ის პლეი ოფის ფინალში ერთმანეთს ინტერ მაიამი და ვანკუვერ უაითქეფსი დაუპირისპირდნენ.
მატჩში ანგარიში მე-8 წუთზე ედიერ ოკამპოს ავტოგოლით გაიხსნა და ინტერი დაწინაურდა. მე-60 წუთზე ვანკუვერმა ალი აჰმედის გოლით ანგარიში გაათანაბრა.
71-ე წუთზე ლიონელ მესის პასის შემდეგ როდრიგო დე პაული ერთი ერთზე გავიდა და მაიამი წინ გაიყვანა, შეხვედრის ბოლოს კი ხავიერ მასკერანოს გუნდმა მატჩს წერტილი დაუსვა. მესის პასის შემდეგ ტადეო ალიენდემ საბოლოო ანგარიში (3-1) დააფიქსირა.
2018 წელს დაარსებული ინტერ მაიამი 7 წლის შემდეგ MLS-ის ჩემპიონი გახდა, ლიონელ მესიმ კი კარიერაში 48-ე ტიტული მოიგო.
ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო მატჩი იყო სერხიო ბუსკეტსისა და ჟორდი ალბას კარიერაში. შესაბამისად ესპანელები პროფესიონალურ ფეხბურთს ტიტულით ემშვიდობებიან.