სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ში მექსიკის გრანპრი გაიმართა. კვალიფიკაციაზე პოულ პოზიცია კარლოს საინსმა (ფერარი) მოიპოვა, მეორე პოზიციიდან კი რბოლას მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) იწყებდა. რბოლის დასაწყისში უპირატესობა სწორედ ამ უკანასკნელმა მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით ესპანელმა ლიდერობა დაიბრუნა და რბოლის ბოლომდე შეინარჩუნა კიდეც.
ფერარის შეეძლო ზედიზედ მეორედ დუბლი შეესრულებინა, დიდი ხნის განმავლობაში მეორე ადგილზე შარლ ლეკლერი იყო, თუმცა მონეგასკმა შეცდომა დაუშვა და პოზიციის დათმობა ლანდო ნორისისთვის (მაკლარენი) მოუწია.
საბოლოოდ პოდიუმი სწორედ საინსმა, ნორისმა და ლეკლერმა დააკომპლექტეს, ფერარიმ კი ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო. საინსმა კარიერაში მე-4 რბოლა მოიგო.
რბოლის ბოლოს საუკეთესო ათეული ასეთი გამოვიდა.
1. კარლოს საინსი (ფერარი)
2. ლანდო ნორისი (მაკლარენი)
3. შარლ ლეკლერი (ფერარი)
5. ჯორჯ რასელი (მერსედესი)
6. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული)
7. კევინ მაგნუსენი (ჰაასი)
8. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი)
9, ნიკო ჰულკენბერგი (ჰაასი)
10. პიერ გასლი (ალპინი)
მექსიკის გრანპრის შემდეგ მრბოლელთა საჩემპიონო დავა ასე გამოიყურება.
1. მაქს ვერსტაპენი - 362 ქულა
2. ლანდო ნორისი - 315 ქულა
3. შარლ ლეკლერი - 291 ქულა
კონსტრუქტორთა დავაში კი ასეთი სიტუაციაა.
1. მაკლარენი - 566 ქულა
2. ფერარი - 537 ქულა
3. რედ ბული - 512 ქულა.
ფორმულა 1-ის სეზონის დასრულებამდე 4 გრანპრია დარჩენილი - ბრაზილია, ლას ვეგასი, კატარი და აბუ დაბი. შემდეგი რბოლა ბრაზილიაში 3 ნოემბერს გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები