მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ში მაკლარენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოსკარ პიასტრიმ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ხელი მრავალწლიან ხელშეკრულებას მოაწერა.
ავსტრალიელი მრბოლელი მაკლარენს 2023 წელს ალპინიდან შეუერთდა. მის ანგარიშზე ფორმულა 1-ში 2 გამარჯვებაა.
პიასტრიმ 2023 წელს მრბოლელთა საბოლოო ცხრილში მე-9 ადგილი დაიკავა, 2024 წელს კი მე-4 პოზიციაზე გავიდა.
გასულ სეზონში ოსკარს მაქს ვერსტაპენმა, ლანდო ნორისმა და შარლ ლეკლერმა აჯობეს, მაკლარენი კი კონსტრუქტორთა ჩემპიონი გახდა.
2025 წლის სეზონი სტარტს 16 მარტს სწორედ ოსკარ პიასტრის მშობლიურ ავსტრალიაში აიღებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები