UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა მაიკლ ჩენდლერის დამარცხების შემდეგ სასურველი მეტოქეები დაასახელა.
მან დასტინ პორიეს, ჯასტინ გეიჯის, შარლზ ოლივეირასა და არმან ცარუკიანის სახელები ახსენა.
მოგვიანებით კი პიმბლეტმა თქვა, რომ მას ილია თოფურიას ხსენება დაავიწყდა.
"ელ ჩორიზოს (გულისხმობს ილიას) ხსენება დამავიწყდა, ასეთი არარელევანტურია ის ჩემს ცხოვრებაში, მე მსუბუქი წონის რეიტინგში მასზე მაღლა ვარ.
ილიას იმავეს ვუზამ, რაც ჩენდლერს გავუკეთე." - განაცხადა ბრიტანელმა მებრძოლმა.
UFC 314 - ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი წონის ქამარი დაიბრუნა