უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში ასტონ ვილასა და პარი სენ-ჟერმენის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია.
ვილა პარკზე თამაშს პირველივე წუთიდან დაიწყებს ხვიჩა კვარაცხელია.
ასტონ ვილა - მარტინესი; ქეში, კონსა, ტორესი, დინი; კამარა, ონანა; ტილემანსი, მაკგინი, რაშფორდი; როჯერსი
პსჟ - დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში; ნევეში, ვიტინია, რუისი; ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია
ვილა პარკზე მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა.