უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპზე განმეორებითი მატჩები გაიმართა.
უხვგოლიანი შეხვედრები შედგა სიგნალ იდუნა პარკსა და ვილა პარკზე.
დორტმუნდმა ბარსელონა 3-1 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი 3-5 წააგო და 1/2 ფინალში ბლაუგრანა გავიდა. აღნიშნული თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი ჰეთთრიქის ავტორი სერუ გირასი გახდა.
გირასიმ ლევანდოვსკისა და ჰალანდის რეკორდი მოხსნა
ბირმინგემში კი ასტონ ვილამ პარი სენ-ჟერმენს მოუგო 3-2, თუმცა ემერის გუნდი ჯამში 4-5 დამარცხდა და შემდეგი ეტაპის საგზური ენრიკეს გუნდმა მოიპოვა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად უსმან დემბელე დასახელდა, რომელმაც მეორე გოლის დროს ნუნუ მენდეშს საგოლე პასი გაუკეთა.
VIDEO: ვილა პარკზე სასწაული არ შედგა - პსჟ 1/2 ფინალშია