8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლონდონში UFC Fight Night-ის წინ, პედი პიმბლეტმა გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და მათ შორის ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილზეც გააკეთა კომენტარი.
"მას პირველ რიგში სჭირდება, რომ მსუბუქ წონაში ვინმე დაამარცხოს. მე იმავეს გავიმეორებ, რაც მაიკლ ჩენდლერთან გავაკეთე. სახეში დავარტყამ ან დავასაბმითებ. ის პატარაა.
წლებია ვამბობ, რომ მასთან სიამოვნებით ვიბრძოლებ. ახლა ის მსუბუქ დივიზიონში გადმოვიდა და ეს რეალური შესაძლებლობაა.
ის ზის და ისლამს ელოდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე უნდა ვიყო ის, ვინც მას მსუბუქ დივიზიონში მიესალმება.
ჩვენ უკვე გვაქვს ისტორია და ამას ტიტულისთვის ბრძოლა არ დასჭირდება, რომ ეს დაპირისპირება გაიყიდოს.
ჩვენ pay-per-view (PPV) ჰეადლაინერობა შეგვიძლია, სხვა ბრძოლა ამისთვის არც გახდება საჭირო. მხოლოდ ჩვენი დაპირისპირებაც გაიყიდება." - განაცხადა ინგლისელმა მებრძოლმა.
საინტერესოა, რომ აწონვების ცერემონიის დროს ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის შეხვედრა შედგა, თუმცა მებრძოლებს შორის სიტუაცია არ დაძაბულა და ისინი ერთმანეთს მიესალმნენ.
"რამდენიმე კვირა მოგვეცით" - UFC-ის პრეზიდენტი თოფურიას მომდევნო ბრძოლაზე
Paddy Pimblett and Ilia Topuria have a surprising warm embrace at the UFC London weigh-ins pic.twitter.com/6XGuxJsjI1
— Chisanga Malata (@Chisanga_Malata) March 21, 2025
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები