მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ძიუდოში თბილისის გრან სლემის I დღეს ქართველმა სპორტსმენებმა 3 მედალი მოიპოვეს.
ქალთა -57 კგ. წონითი კატეგორიის დაძაბულ ფინალურ ორთაბრძოლაში ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც მარცხდებოდა, მართა ფავზის ჯერ ანგარიში გაუთანაბრა, შემდეგ კი ერთი იუკოთი წინ გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.
კაცთა -66 კგ. წონაში, თემურ ნოზაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანი და თემურ ნოზაძე მეუღლეები არიან და დღეს ოჯახმა ოქროსა და ვერცხლის მედალი მოუტანა საქართველოს.
კიდევ ერთი ქართული მედალი ქართულ დელეგაციას ნინო ლოლაძემ მოუპოვა, რომელმაც პაულინ სტარკი იპონით დაამარცხა და თბილისის გრან სლემის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თბილისის გრან სლემი სხვადასხვა წონითი კატეგორიით 22 და 23 მარტს გაგრძელდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები