იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,ფინანსურ შედეგებზეც უნდა ვიფიქროთ" - რა თქვა რუმენიგემ მუსიალაზე?
ფეხბურთიფეხბურთი

,,ფინანსურ შედეგებზეც უნდა ვიფიქროთ" - რა თქვა რუმენიგემ მუსიალაზე?

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კარლ-ჰაინც რუმენიგემ Sky Sports-თან ჯამალ მუსიალაზე ისაუბრა.


ბაიერნის ხელმძღვანელობის ნაწილი, მათ შორის ული ჰიონესი, იან-კრისტიან დრეზენი და თავად რუმენიგე, ჯამალ მუსიალას გაყიდვას აღარ გამორიცხავს.


„ის, რაც ულიმ და იან-კრისტიანმა თქვეს, სრულიად მისაღებია. მუსიალას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. ასევე, ყველასთვის ცნობილია, რომ მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც ძალიან დიდ ფინანსურ ვალდებულებებს ითვალისწინებს.


როგორც კლუბმა, უნდა განვიხილოთ, როგორ მოვიქცეთ ამ სიტუაციაში. ვფიქრობ, ეს პასუხისმგებლობიანი და სრულიად ნორმალური მიდგომაა.


ვვარაუდობთ, რომ მისთვის ძველ დონეზე დაბრუნება რთული იქნება. მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გვჭირდება. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.


ვერ წარმომიდგენია, რომ ამ გარემოებებში რომელიმე სხვა კლუბმა მისი შეძენა მოისურვოს. ფინანსურ შედეგებზეც უნდა ვიფიქროთ.


ულის ფორმულირება სწორი იყო, ძალიან სერიოზული და სამართლიანი. ჩვენი სურვილია, მუსიალა დაბრუნდეს და კვლავ მაღალ დონეზე ითამაშოს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ შექმნილი ვითარების გადახედვა მოგვიწევს“. - განაცხადა რუმენიგემ.


შეგახსენებთ, რომ 23 წლის გერმანელი ფეხბურთელი წინასასეზონო მომზადების პერიოდში 4 დღეში 2-ჯერ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ნევროლოგიური დისფუნქცია დაუდგინდა, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება.


დაბრუნდება მუსიალა ძველ ფორმაში? - ჰიონესისა და მათეუსის კომენტარები

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბაიერნი
მუსიალა
რუმენიგე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლოჩოშვილის 90 წუთი და ფრე მიუნხენში: კიოლნმა ბაიერნი შეაჩერა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლოჩოშვილის 90 წუთი და ფრე მიუნხენში: კიოლნმა ბაიერნი შეაჩერა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰარი კეინის მძიმე ტრავმა - რამდენ ხანს გამოტოვებს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰარი კეინის მძიმე ტრავმა - რამდენ ხანს გამოტოვებს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ცნობილია, როდის დაუბრუნდებიან კეინი და ოლისე მოედანს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ცნობილია, როდის დაუბრუნდებიან კეინი და ოლისე მოედანს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კეინმა დუმილი დაარღვია: რა პოსტს აქვეყნებს ბაიერნის თავდამსხმელი საავადმყოფოდან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კეინმა დუმილი დაარღვია: რა პოსტს აქვეყნებს ბაიერნის თავდამსხმელი საავადმყოფოდან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

19 სთ წინ

ლოჩოშვილის 90 წუთი და ფრე მიუნხენში: კიოლნმა ბაიერნი შეაჩერა

News image

19 სთ წინ

ჰარი კეინის მძიმე ტრავმა - რამდენ ხანს გამოტოვებს?

News image

7 სთ წინ

ცნობილია, როდის დაუბრუნდებიან კეინი და ოლისე მოედანს

News image

2 სთ წინ

კეინმა დუმილი დაარღვია: რა პოსტს აქვეყნებს ბაიერნის თავდამსხმელი საავადმყოფოდან

კომენტარები

ლინკის დაკოპირება