ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ მისი ყურადღება სრულად ბარსელონას თამაშისკენაა მიმართული და არა მეტოქის ირგვლივ არსებულ ქაოსზე.
გერმანელმა სპეციალისტმა ლა ლიგის გადამწყვეტი მატჩის წინ რამდენიმე საკვანძო თემა მიმოიხილა, მათ შორის რეალის გასახდელში არსებული დაძაბულობაზე, კილიან მბაპესგან მომავალი საფრთხესა და გუნდური ერთიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
კითხვაზე, ცვლის თუ არა რამეს რეალში შექმნილი ვითარება კლასიკოს წინ, ფლიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბარსელონა მხოლოდ საკუთარ თავზეა კონცენტრირებული:
ჩვენ უნდა ვითამაშოთ და შედეგი ვაჩვენოთ. სწორედ ამის ნახვა მსურს. გუნდურად ფანტასტიკური სეზონი გვქონდა და ხვალაც იგივეს ველი. ყველას სურს ნახოს საუკეთესო მატჩი, რისი შეთავაზებაც ლა ლიგას შეუძლია. მთელი მსოფლიო გვიყურებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მსურს ვიხილო ერთიანი გუნდი - აი, რა მინდა ხვალისთვის.
მიუხედავად ცნობებისა შიდა პრობლემების შესახებ, ფლიკს არ სჯერა, რომ რეალი ამის გამო უფრო ადვილი მეტოქე იქნება.
მადრიდელებთან დაპირისპირებაზე საუბრისას მან თქვა:
ჩვენ გვინდა საკუთარ მოედანზე გამარჯვება. გვყავს ფანტასტიკური გუნდი და გულშემატკივრები მხარს გვიჭერენ. ეს მათთვისაც კლასიკოა და მოგება მოუნდებათ. ეს ბუნებრივია. საბოლოო ჯამში, ელ კლასიკო ყველასთვის მნიშვნელოვანია – მათთვისაც და ჩვენთვისაც. ჩვენ სახლში ვთამაშობთ და გამარჯვება გვსურს.
რეალში არსებული სიტუაცია მთელ მსოფლიოში ხდება. ცოტა გამიკვირდა, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ეს ჩემი კლუბი არ არის. ეს ჩემი გუნდი არ არის. მე ამაზე არ ვფიქრობ.
ფლიკმა ასევე საქებარი სიტყვები არ დაიშურა მბაპესთვის და მას მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე უწოდა:
მბაპე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მას წარმოუდგენელი უნარები აქვს. იგი რეალური საფრთხეა ნებისმიერ სიტუაციაში. კარის წინ, თავისი მონაცემებით, ჩემი აზრით, საუკეთესოა.