როგორც იცით, მადრიდის რეალში სერიოზული კონფლიქტი მოხდა - ერთმანეთს ჯერ ვარჯიშზე და შემდეგ გასახდელში ფედე ვალვერდე და ორელიან ჩუამენი დაუპირისპირდნენ.
როგორც ესპანურ გადაცემა El Chiringuito-ში განაცხადეს, რეალის ფეხბურთელებმა ამ კონფლიქტში ფრანგის მხარე დაიჭირეს, რადგან მათი აზრით, ვალვერდემ ზღვარს გადააბიჯა.
მოთამაშეების აზრით, ფრანგი ნახევარმცველი თანაგუნდელის მიმართ დიდ მოთმინებას იჩენდა, ვალვერდეს საქციელი კი ყოველგვარ ჩარჩოს გასცდა. გუნდში თვლიან, რომ ურუგვაელმა ჩუამენისთან მიმართებაში ზედმეტად შორს შეტოპა.
ვიცე-კაპიტანი ჯერ ვარჯიშზე ურტყამდა თანაგუნდელს ძლიერად, შემდეგ კი, როცა გარჩევა გასახდელში გაგრძელდა, ფრანგს ინფორმაციის პრესაში ჩაშვებაში ღიად დაუწყო დადანაშაულება. ჩუამენიმ ფედეს რამდენჯერმე დამშვიდებისკენ მოუწოდა, თუმცა ურუგვაელი მის თხოვნას არ ითვალისწინებდა და აგრძელებდა ფრანგის დადანაშაულებას.