-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართა, ელ კლასიკო შედგა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა.
თამაშში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-5 წუთზე კილიან მბაპემ ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა ალეხანდრო ბალდე და ვოიცეხ შესნის კარი აიღო.
22-ე წუთზე ლამინ იამალმა მოახერხა მადრიდელ მცველებთან გამკლავება და ტიბო კურტუას აუღებელი დაურტყა.
36-ე წუთზე ედუარდო კამავინგამ საჯარიმოში გავის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია და პენალტი დაინიშნა, რომელიც რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა ზუსტად.
პოლონელის გოლიდან 3 წუთში ჟულ კუნდეს ბრწყინვალე ჩაწოდების შემდეგ რაფინიამ თავური დარტყმით აიღო კურტუას კარი და სხვაობა ორბურთიანი გახადა.
პაუზების გამო პირველ ტაიმს 9 წუთი დაემატა, კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე კი ალეხანდრო ბალდემ უკვე გამანადგურებელი ანგარიში დააფიქსირა და ბარსამ პირველი ნახევარი 1-4 მოიგო.
მეორე ტაიმის სტარტზევე სხვაობა კვლავ გაიზარდა, 48-ე წუთზე რაფინიამ დუბლი შეასრულა და ანგარიში 1-5 გახადა.
56-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ კილიან მბაპეს წაქცევის გამო ხილ მანსანომ მოედნიდან ვოიცეხ შესნი გააძევა, შეცვლაზე შემოსულმა ინიაკი პენიამ კი როდრიგოს დარტყმული ჯარიმის აღება ვერ მოახერხა და რეალს მცირე შანსი გაუჩნდა.
თუმცა მატჩის ბოლომდე რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, მადრიდელებმა მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და შეხვედრა ბარსელონას გამარჯვებით 2-5 დასრულდა.
ჰანსი ფლიკმა კატალონიურ კლუბში პირველი ტიტული მოიგო, ბლაუგრანასთვის კი ეს ისტორიაში მე-15 სუპერკოპაა. ამ მაჩვენებლით ბარსამ რეალს 2 ტიტულით გაუსწრო, რეალს დღეს გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა ამის მაგივრად, კატალონიელებმა უპირატესობა გაზარდეს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
თ
თამაზ გაგნიძე
სეზონის პირველი ნახევარი ბარსამ ისე დაასრულა, რომ ვიფიქრე "ისევ შემოლაწუნება " სჭირდება - მეთქი, მაგრამ რეალი სუპერთასზე ისე გაძაგრა 10 კაცით, რომ გურულზე მომეშვა....