ფილ ფოდენმა მანჩესტერ სიტისთან ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ეტიჰადზე 2030 წლამდე დარჩება.
26 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბავშვობიდან სიტის გულშემატკივარია, კლუბთან თანამშრომლობას გააგრძელებს, რომელიც ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში, აკადემიაში ჩარიცხვით დაიწყო.
მას შემდეგ, რაც 2017 წელს პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით პირველ გუნდში ფოდენის დებიუტი შედგა, ის კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
ჯამში, ფოდენს მანჩესტერ სიტისთან ერთად 20 ტიტული აქვს მოგებული.
ფოდენმა არაერთი ინდივიდუალური ჯილდოც მოიპოვა, მათ შორის 2023/24 წლების PFA-ის წლის ფეხბურთელის, FWA-ის წლის ფეხბურთელის და პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულები.
2026 წლის მაისში ფოდენი გახდა მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელი მანჩესტერ სიტის ისტორიაში, რომელმაც პრემიერ ლიგაში 100 საგოლე მოქმედებას (გოლი + საგოლე გადაცემა) მიაღწია.
გარდა ამისა, ის კლუბის 132-წლიანი ისტორიის მხოლოდ 20 ფეხბურთელს შორისაა, რომელმაც სიტის მაისურით 100 გოლის გატანა შეძლო.