ატლანტაში, Mercedes-Benz-ის სტადიონზე გამართულ ინგლისისა და არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო. კამერებმა დააფიქსირეს:
მიკ ჯაგერი - Rolling Stones-ის სოლისტი, რომელიც ასევე ესწრებოდა ინგლისის მეოთხედფინალურ მატჩს ნორვეგიის წინააღმდეგ.

იანის ანტეტოკუნმპო - NBA-ს სუპერვარსკვლავი.

ლუი ტომლინსონი - ბრიტანელი მომღერალი და ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი, რომელსაც ინგლისის წითელი მაისური ეცვა.

2 Chainz - ამერიკელი რეპერი.

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები: ინგლისის საფეხბურთო ლეგენდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა სტადიონზე.
