არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ალექსის მაკ ალისტერმა ინგლისთან ნახევარფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მოხარულია ფინალში ორი ისეთი გუნდის გასვლით, რომლებიც მართლაც კარგ ფეხბურთს თამაშობენ.
არგენტინამ ინგლისი ანგარიშით 2-1 დაამარცხა, მას შემდეგ რაც მეორე ტაიმში ენტონი გორდონის გოლით ინგლისი დაწინაურდა, თუმცა ენცო ფერნანდესისა და ლაუტარო მარტინესის გვიანი გოლებით არგენტინამ მატჩის შემოტრიალება შეძლო.
მაკ ალისტერმა იმედი გამოთქვა, რომ ესპანეთთან ფინალი უფრო სანახაობრივი იქნება. მან განაცხადა:
ფეხბურთი სულ უფრო და უფრო ფიზიკური ხდება და მნიშვნელოვანია, რომ ორმა ისეთმა გუნდა მიაღწიოს ამ წერტილს, რომელიც მართლა კარგ ფეხბურთს თამაშობს. ბედნიერი ვარ ამ ფინალით, იმედია ყველა კარგ დროს გაატარებს.
ინგლისის მიერ გამოყენებული დაცვითი ტაქტიკის შეფასებისას, მაკ ალისტერმა დიპლომატიური პოზიცია დაიკავა და აღნიშნა, რომ ეს ფეხბურთის ნაწილია.