მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგაში მომდევნო სეზონიდან Puma-ს ბურთებით ითამაშებენ
მხარეებს შორის შეთანხმება ოფიციალურად ძალაში ზაფხულიდან შევა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, პრემიერ ლიგაში Nike-ს ბურთები გამოიყენებოდა.
აღსანიშნავია, რომ პუმას ბრენდის ბურთები ამ სეზონში ინგლისის თასზე გამოიყენებოდა და მათი ხარისხი ჯერ მიკელ არტეტამ დაიწუნა, შემდეგ კი პეპ გვარდიოლამაც.
„პრემიერ ლიგასთან მიღწეული შეთანხმება ჩვენი ბრენდის პოპულარიზაციის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შევეცდებით, დაუვიწყარი მომენტები შევუქმნათ როგორც ფეხბურთელებს, ისე გულშემატკივრებს." - აღნიშნა პუმას დირექტორმა არნე ფროინდტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები